სამეცადინო მაგიდა „ერგო“ ადვილად რეგულირდება ბავშვის სიმაღლის (120 სმ–დან 198 სმ–მდე) მიხედვით ფეხზე გამოსახული ზომის სპეციალური დანაყოფების საშუალებით და ზედმიწევნით ერგება ინდივიდუალურად თითოეულ მოზარდს.

 

 

მარტივია მაგიდის ზედაპირის დახრის კუთხის ცვლილება 0°-დან 30°-მდე. იგი შესაძლებელია დაყენდეს 9 სხვადასხვა პოზიციაზე – წერა, კითხვა, ხატვა, ფერწერა და ა.შ. მეცადინეობის დროს სწორად შერჩეული მაგიდის დახრილი ზედაპირი უზრუნველყოფს:

  1. კისრის და მხრების სწორ მდგომარეობაში ყოფნას, რის დროსაც უმჯობესდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა;
  2. ადრეულ ასაკში მოზარდს სწორად განუვითარდეს „კითხვის რეფლექსი“ - წიგნი, რვეული და ა.შ. უნდა იყოს განთავსებული თვალიდან არა ნაკლებ 30-40 სმ დაშორებაზე;
  3. გულმკერდის არეში დაწოლის შემცირებას, გული და ფილტვები მუშაობენ ოპტიმალურ რეჟიმში;
  4. კომფორტულ ჯდომას, ფეხები ეხება იატაკს, ხერხემალი არის სწორ პოზიციაში, რომლის დროსაც შრომისუნარიანობა უმჯობესდება და მაღლდება სწავლის ხარისხი.

 

 

ჯადოსნური მაგიდა-ტრანსფორმერი „ერგო“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთია მომავალი თაობისთვის, რადგან ერთდროულად ეს არის სასწავლო, სამხატვრო, სახელოსნო და კომპიუტერის მაგიდა.

მაგიდა „ერგო“ არის სხვადასხვა ზომის. აგრეთვე შესაძლებელია ტუმბოს, უკანა და გვერდითა თაროს დამატებით სხვადასხვა კონფიგურაციის მიღება.

• დამატებითი თაროების გამოყენებით შესაძლებელია მისი ფუნქიონალურობის გაზრდა;

• მაგიდის ზედაპირის დახრის კუთხე იცვლება 9 პოზიციაზე, 0о -დან 30о-მდე;

• ადვილად რეგულირდება სიმაღლეში 53 - 82 სმ;

• არასწორ იატაკზე არის ადვილად რეგულირებადი;

• მაგიდა არის გამძლე და გათვლილია მრავალი წლის განმავლობაში გამოყენებისთვის;

• მაგიდის ჭრილებს შორის სივრცე და პლასტმასის დეტალები ამცირებს მოზარდის ტრავმის მიღების რისკს;

• ბავშვებისთვის 4 წლიდან და ზემოთ ასაკის შეუზღუდავად.