ანატომიური ფორმის ორთოპედიული სავარძელი „ერგო“ იმეორებს სხეულის კონტურებს, უზრუნველყოფს კომფორტს მუშაობის და დასვენების პროცესში, ხელს უწყობს ხერხემლის სწორ მდგომარეობაში ყოფნას ჯდომის დროს. მოზარდ თაობას უფრო მეტი დროის გატარება უხდება მჯდომარე პოზიციაში, სწავლა, კომპიუტერული თამაშები და ა.შ., რაც ზოგადად ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე. ორთოპედების, კონსტრუქტორებისა და დიზაინერების მხრიდან ჩადებულია მაქსიმალური შრომა, რათა შექმნილიყო მოხერხებული, ორთოპედიული, ფუნქციური და ერგონომიული საბავშვო სავარძელი ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.
რეგულირდება სხვადასხვა დახრის კუთხისა და სიმაღლის მიხედვით
პოლიურეთანის ქაფისგან დამზადებული დასაჯდომი და საზურგე დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს სტრუქტურულ მაჩვენებლებს ყოველგვარი დეფორმაციის გარეშე
ღვედი უზრუნველყოფს მოზარდის ჯდომას გამართულ მდგომარეობაში, ამცირებს კისრის დაჭიმულობას, რაც არის პრევენცია ახლომხედველობის და სქოლიოზის საწინააღმდეგოდ
სტერეოსკოპური ნაქსოვი ქსოვილი არის კარგი ჰაერგამტარი და არ აღიზიანებს კანს
სავარძლის უკანა მხარეს მოთავსებული ღვედის დასამაგრებელი სახელურები ესთეტიურად ალამაზებს და სიმეტრიას მატებს სკამს
კომფორტული სახელური სავარძლის ადვილად გადასაადგილებლად
პოლიურეთანის ABS მუხრუჭიანი ბორბალი. მისი დამუხრუჭების ეფექტი დამოკიდებულია სკამის დატვირთვაზე. მოძრაობისას არის ჩუმი, არ აზიანებს იატაკს და ხელს არ უშლის სწავლის პროცესს
ორმაგი ბორბლის დიზაინი დაკავშირებული ღერძით ერთმანეთთან ხდის საყრდენ კონსტრუქციას უფრო მყარს მოძრაობის და მოხვევის დროს, რაც გამორიცხავს სკამის ამოყირავებას