როგორ მუშაობს მიტანის, აწყობის, გარანტიის სისტემა?!
- გამყიდველის მიერ ავეჯის მიწოდება ხდება სრულიად უსასყიდლოდ მყიდველის მისამართზე. (საქართველოს ყველა დიდ ქალაქში: თბილისი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი). მყიდველის სუვილის შესაბამისად, რომელიც დასტურდება შეკვეთის ფორმირების დროს, ავეჯის აწყობას უზრუნველყოფს ჩვენი კომპანიის პროფესიონალი წარომადგენლები. ამ შემთხვევაში აწყობა-მონტაჟის ჯეროვნად შესრულებაზე, მასალების რაოდენობასა და ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს გამყიდველი.
- იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს სურს, თავისი არასაკმარისი ფართის გამო, მიეწოდოს უკვე აწყობილი ავეჯი, მაშინ გამყიდველი მოახდენს პროდუქციის აწყობას თავის ტერიტორიაზე, რაშიც მყიდველი გადაიხდის შესაბამის აწყობის საფასურს. ამ შემთხვევაში აწყობა-მონტაჟის ჯეროვნად შესრულებაზე, მასალების რაოდენობასა და ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს გამყიდველი.
- იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს არ სურს გამყიდველის აწყობის სერვისით სარგებლობა, მას მიეწოდება ავეჯი ქარხნული შეფუთვით მითითებულ მისამართზე. მყიდველთან მიტანილი აუწყობელი ავეჯის შემთხვევაში გამყიდველი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას პროდუქციის ხარისხზე, კომპლექტაციაზე, მისი შემადგენელი დეტალების რაოდენობაზე და დაკარგვაზე.
- ასევე გამყიდველი პასუხს არ აგებს მყიდველის მიერ ავეჯის არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში. მისი არასწორი გადაადგილების, ან სხვა, მყიდველის მიერ მიყენებული, დაზიანების შემთხვევაში.
- მყიდველი ვალდებულია პროდუქციის მიღება ჩაბარების დროს უზრუნველჰყოს ადგილზე მისი, ან მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირის დასწრება.
- მითითებულ ადგილას ნიშნის დატანებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წესებს.