შპს გეო ლატექსი წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საგნების იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიას.

სტაბილური და გარანტირებული მიწოდება საქონლის, დროული რეაგირება კლიენტთა და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, არის კომპანიის სტაბილური განვითარების ძირითადი ფაქტორი.

არჩეული სტრატეგია არის მომწოდებლებთან მხოლოდ ექსკლუზიური ურთიერთობა, ახალი და ინოვაციური პროდუქტების შემოტანა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი ფართოდ, მისი ხალხზე ზოგად მომხმარებელზე გაცნობა, დანერგვა და რა თქმა უნდა რეალიზაცია.

დღეისთვის ჩვენს კომპანიას აქვს სტაბილური ურთიერთობა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების კომპანიებთან.

ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობა, მიზანდასახული და განვითარების სწორი სტრატეგიის არჩევა, ეს არის მიზეზი, რომ ჩვენი კომპანია გადაიქცა აღნიშნული პროდუქციის ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად საქართველოს ბაზარზე.

შპს გეო ლატექსს აქვს რამოდენიმე უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში:

საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები;

კარგად განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი საქართველოს მასშტაბით;

პატიოსანი რეპუტაცია და სტაბილური მიმწოდებლის სტატუსი;

კომპანიაში შექმნილია ყველა პირობა თანამშრომლების განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის. კომპანიის განვითარება და ახალი სიმაღლეების მიღწევა არის მათი დამსახურება.დღესდღეისობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შპს გეო ლატექსს მყარად უკავია და ინარჩუნებს თავის ადგილს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. სტაბილური ფიფანსური მდგომარეობა, ახლო და მდგრადი ურთიერთობა მომწოდებლებთან და კონტრაგენტებთან, ყოველთვიურად მზარდი ქსელი, სერვისის დონის ამაღლება გვაძლევს სტიმულს იმედის თვალის შევხედოთ მომავალს.

ბაზარზე წარმოდგენილია ანალოგიური სამედიცინო საქონლის მრავალი სადისტრიბუციო კომპანია, მაგრამ მყარად ვართ დარწმუნებულები, ჩვენი სასაქონლო ჯგუფების ფართო ასორტიმენი, გარანტირებული ხარისხი, გარანტირებული გაყიდვით და თქვენი ფინანსური მოგებით ჩვენს კომპანიას აქვს ბევრი უპირატესობა. საკმარისია ჩვენი ასორტიმენტიდან ნებისმიერი პროდუქციის ერთხელ შეძენა, და მომავალში თქვენ აუცილებლად ხდებით ამ ასორტიმენტის მომხმარებელი, რადგან ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ პირობებს.